"ქართული ოცნების“ ყოფილს დეპუტატს და ჭიდაობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 50 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.