აქციების დროს დაკავებული 21 წლის მათე დევიძის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. 

დაპირისპირების მიზეზი ბრალდების მხარის სიტყვა გახდა.

დამსწრეებმა სასამართლოს შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვეს.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.

მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.