ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელი დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლებს.

პროცესის პარალელურად კი სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის გულშემატკივრები არიან შეკრებილი. მხარდამჭერებს შორისაა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.