შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.

დანაშაულები თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა.
 
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.