მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტსა და მასწავლებელს ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.

ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.