პოლიციამ გუშინ ღამით აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავა.
მისი ადვოკატის მარიამ პატარიძის თქმით, მანაგაძე იზოლატორში იმყოფება.
"ნიკო არის მხნედ და გამოძინებას აპირებს", - წერს ადვოკატი.
პოლიციამ გუშინ ღამით აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავა.
მისი ადვოკატის მარიამ პატარიძის თქმით, მანაგაძე იზოლატორში იმყოფება.
"ნიკო არის მხნედ და გამოძინებას აპირებს", - წერს ადვოკატი.
1747424825
მისი თქმით, ცივილიზებული ქართველი საზოგადოება ითხოვს არჩევნებს, მაგრამ უარს ამბობს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად."ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გონებასუსტს თამაშობს და ვითომ მიამიტურ კითხვას სვამს, იმიტომ რომ არჩევნებზე არავინ ამბობს უარს, ჩვენ სპეცოპერაციაზე ვამბობთ უარს, რომელსაც ქოცური რეჟიმი, არქმევს არჩევნებს. ჩვენ პირიქით არჩევნებს ვითხოვთ, რანაირად ვამბობთ უარს. ცივილიზებული ქართველი საზოგადოება ითხოვს არჩევნებს, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად.თუ გახარია განწყობილია, რომ სპეცოპერაციაში ქოცების სცენარით მიიღოს მონაწილეობა, ეს მისი პრობლემაა, გამოჩნდება და ქართული საზოგადოება კარგად დაინახავს, რას წარმოადგენენ ისინი. თუ განსხვავებას ვერ ხედავენ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასა და არჩევნებს შორის, ეს არის თავის გაბრიყვება და გასულელება და ნუ გაიმასხარავებენ და გაისულელებენ თავს, ესაა ჩემი პასუხი", - განაცხადა ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.მისივე თქმით, “მათი მიზანია მშვიდობიანი ბრძოლა ამ კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ".პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი - "კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?"
1747423831
კუროგირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთი ძველებურად აღარ გიზიდავთ, ჩამქრალი გრძნობის გაღვივება უნდა სცადოთ. სამსახურში პირიქით, ვნებებს და კონფლიქტებს უნდა ერიდოთ, რადგან შედეგებს თქვენ დაგაბრალებენ.ტყუპებიწარმატებული დღეა, უბრალოდ, ფინანსებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ საყიდლებზე წასვლამდე ვალები და გადასახადები გადაიხადოთ, რათა ხელფასამდე ცარიელი ჯიბით არ დარჩეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ წვრილმანებში ჩაძიებას, ზედმეტ პირდაპირობას და ურთიერთობების გარჩევას.კირჩხიბიდროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და აქ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იგულისხმება. ახლა თქვენ ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს შვებულებაში გასვლა ჯობს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ დასვენებისთვის ერთი დღე მაინც გამონახოთ.ლომილომისთვის პოზიტიური დღეა, თუნდაც მის გარშემო ქაოსი და კონფლიქტი იყოს. ამ დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, საღამოს კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შესანიშნავ დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.ქალწულივარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაა საქმეში და ცხოვრების ყველა სფეროში პრინციპულად იმოქმედოთ. დროა, პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, სამსახურში კი ხმამაღლა განაცხადოთ, რომ ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას იმსახურებთ. თამამად დაიცავით საკუთარი უფლებები. ბედი თქვენს მხარესაა!სასწორიუკვე ზაფხულის გეგმებს აწყობთ. შესაძლოა, ეს გეგმები თქვენს საახლობლო წრეში ყველას არ მოსწონს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მოიქეცით ისე, როგორც ამას გული და გონება გიკარნახებთ. აუცილებელი არ არის სხვისი აზრი გაითვალისწინოთ, თუნდაც ის ახლო ნათესავი იყოს. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას, იყავით მეტად დიპლომატიური და ღიმილიანი.მორიელიამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. განსაკუთრებით სახიფათოა უფროსის წინაშე ხასიათის დემონსტრირება, რადგან შესაძლოა არა მხოლოდ ბონუსის, არამედ სამსახურის გარეშეც დარჩეთ.მშვილდოსანირატომღაც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უიღბლობის პერიოდი დადგა. ეცადეთ, ასეთი აზრები კოსმოსში არ გააგზავნოთ და საქმე არ გაირთულოთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი ტრაგიკულად არ არის, როგორც ფიქრობთ. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში, ურთიერთობაში, ბუნებაში. თუ მუდმივად იწუწუნებთ, უიღბლობის პერიოდი ნამდვილად დადგება.თხის რქაამ კვირამ ძალიან დაგღალათ, ამიტომ გირჩევთ, პარასკევი დასვენებას დაუთმოთ. აკეთე ის, რაც ნამდვილ სიხარულს განიჭებთ. ახალი კვირისთვის სათანადო დასვენება და ძალების მოკრება გჭირდებათ. გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ, რის გამოც გაუთვალისწინებელი ხარჯი მოიმატებს.მერწყულინუ გადადებთ იმას, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ეს პარასკევი ძალიან იღბლიანი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მისგან ყველაფერი მაქსიმალურად მიიღოთ. იდეალური დღეა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რომლებიც ახლა მხოლოდ ნაღველს იწვევს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროა, გამაჯანსაღებელი დიეტა და ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ.თევზებიამ ნიშნის წარმომადგენლებს რომანტიკული პარასკევი ელით. ოჯახსა და სამსახურში გულწრფელი ურთიერთობები გაგახარებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.
1747423000
"ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა.მის ბოლო სხდომაზე:სასამართლომ ბრალდებების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა.პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა მას „განმეორებითი დამნაშავე“ ეწოდებინათ.პოლიციამ განაცხადა, რომ მათ მხრიდან მომიტინგეების მიმართ აგრესია არ ყოფილა.მზიას საქმე საქართველოში შემზარავი შეხსენებაა საფრთხის, რომელიც პრესის თავისუფლებას ემუქრება. მსოფლიო აკვირდება", - წერს ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი.
1747421008
ბრინკი წერს, რომ ელჩად მუშაობა უკრაინაში იყო „ყველაზე მძიმე“ მის ცხოვრებაში. როგორც მან აღნიშნა, პატივს სცემს „პრეზიდენტის უფლებასა და მოვალეობას, განსაზღვროს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“ კონგრესის შესაბამისი კონტროლის პირობებში."აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის როლი მდგომარეობს ამ პოლიტიკის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მდგომარეობდა ზეწოლის განხორციელებაში მსხვერპლზე, უკრაინაზე და არა აგრესორზე, რუსეთზე. ამიტომ მე ვერ შევძელი კეთილსინდისიერად განმეხორციელებინა ადმინისტრაციის პოლიტიკა და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გადავმდგარიყავი“, – აღნიშნავს ბრინკი.როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, მას არ შეუძლია, "განზე გადგეს, როდესაც ქვეყანაში შეჭრა ხდება, დემოკრატია იბომბება, ბავშვების სიკვდილი კი დაუსჯელი რჩება"."მიმაჩნია, რომ აშშ-ის ინტერესების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა დემოკრატიის დაცვა და ავტოკრატებთან დაპირისპირებაა. მშვიდობა ნებისმიერ ფასად სულაც არ არის მშვიდობა, არამედ დათმობაა. ისტორია კვლავ და კვლავ გვასწავლის, რომ დათმობა არ იწვევს უსაფრთხოებას, დაცულობას ან კეთილდღეობას. ის იწვევს ახალ ომებსა და ტანჯვას“, – წერს ბრინკი.მისივე თქმით, მსოფლიოს ჯერ არ უნახავს "ასეთი სისტემატური, ასეთი მასშტაბური და ასეთი საშინელი ძალადობა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ".„ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ომს, ბევრს ეტყვის როგორც ჩვენს მეგობრებს, ასევე მტრებს და პუტინი თუ წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება სიგნალი ჩინეთისთვის, რომელიც ძირს გამოუთხრის უსაფრთხოების ბალანსს აზიაში და მთელ მსოფლიოში. ამას ექნება შორს მიმავალი შედეგები ამერიკის უსაფრთხოებისთვის, დაცულობისა და კეთილდღეობისთვის.ამერიკა, რომელიც მე მიყვარს, ამერიკა, რომელსაც ჩვენი ბაბუები ემსახურებოდნენ, არასდროს დადგება გვერდზე და არ დაუშვებს ასეთი საშინელებების მოხდენას."ამერიკა როდესაც არ უძღვება თავისუფალ მსოფლიოს, საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი საკუთარი წარმატება, როგორც ერის. მე აღარ ვარ ამერიკელი დიპლომატი, მაგრამ არასდროს შევწყვეტ ამერიკული ლიდერობის აუცილებლობის რწმენას ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად და იმედისა და შესაძლებლობების მისაცემად. ყველა ამერიკელისთვის და მრავალი სხვა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს ბრინკი.აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიზეზები იმ დროს უცნობი იყო.ამავდროულად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრინკმა ელჩის თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მზარდი უთანხმოების გამო.აპრილის დასაწყისში რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგს დაარტყეს. კასეტური ქობინით ბალისტიკური რაკეტა საბავშვო მოედნის მახლობლად ჰაერში აფეთქდა. ამ თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტ დაღუპულს შორის ცხრა ბავშვი იყო.ამ ტრაგედიაზე რეაგირებისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა რუსეთის მონაწილეობა თავდასხმაში არ ახსენა. მან აღნიშნა, რომ "ასეთი დარტყმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა შეწყდეს ომი“.უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უსიამოვნოდ გაკვირვებული" იყო ბრინკის რეაქციით. მან რეაქციას სუსტი უწოდა.მეორე დღესვე ბრინკი კვლავ გამოეხმაურა კრივოი-როგზე ტერორისტული დარტყმის ფაქტს და დააკონკრეტა, რომ დამნაშავე რუსეთი იყო.
1747419884
უმეროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს."უკრაინა ადამიანებზეა ორიენტირებული და ჩვენ შეგვიძლია ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ საბოლოოდ ეს ომი უნდა დავასრულოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.დღეს, 16 მაისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. უკრაინელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ომის დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ საათზე მეტხანს განიხილეს.უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთის დელეგაციამ არაერთი მიუღებელი მოთხოვნა წამოაყენა, რომლებიც უკრაინის ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა უკრაინამ თავისი პოზიცია შეინარჩუნა, თავისი ხაზი დაიცვა და დისკუსია იმ საკითხებზე დააბრუნა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია.
1747417663
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 17 მაისის 01:00-დან 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს.მსვლელობა დაიწყება ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, რა დროსაც, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გია ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და ავლაბრის მოედნამდე.რუსთაველის გამზირიდან, მთაწმინდის რაიონის ზედა ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ი.თარხნიშვილის, თ. ჭოველიძის, მ.ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, ი. გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან პეტრე მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ "რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება: ა. გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მ. ზანდუკელისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე და შემდეგ, გ. ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.თავისუფლების მოედნის სრულად შეზღუდვისას, ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გია ჭანტურიას ქუჩამდე. ასევე, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით.გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება გია ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზეც.თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შეზღუდვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდის გავლით, კ. ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.ამასთან, ავლაბრის მოედანზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმის ქუჩის, იალბუზის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდგომ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, შემდეგ, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩებზე, ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნის მიმართულებით.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ხოლო, ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც დაუკავშირდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდს და მარჯვნივ მოხვევით ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით დაუკავშირდებიან მერაბ კოსტავას ქუჩას და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.ავლაბრიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდანვე დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.ასევე, ორთაჭალიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოტე აფხაზის ქუჩიდან დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას. ანალოგიურად იმოძრავებენ სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსებიც - მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით განაგრძობენ სვლას.
1747412501
მისი თქმით, გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან, სწორედ ამას ემსახურება მისი დღევანდელი პოსტი."ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თვის ბოლოს გიორგი გახარია აპირებს იმის გამოცხადებას, რომ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან. ამას ემსახურება ასეთი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა. ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის განწირული მარცხისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
1747409741
მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის."იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
"ზარქუსნაირ ტილიანს მართლა, წინკლიანს, ჰკითხეთ, კაცურია, ირაკლი, თანამდებობის პირი რომ ტირის, ქალმა დამარტყაო?"
1746992543
ერდოღანმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების მთავარი პირობა დაუსახელა
1746966740
"არ უნდა ეღირსოს არაფერს კარგს არც იზა კელენჯერიძე, არც გიორგი გაბიტაშვილი და არც ივანიშვილის ოჯახი"
1746625782
რუსეთი დიდ ბრიტანეთში სამხედრო აღლუმზე უკრაინელი სამხედროების მიწვევით აღშფოთებულია
1746279721
8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1746647655