სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 500 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა მიიღო.

ისაკო დევიძის სახლში რამდენიმე დღის წინ ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შემდეგ დევიძე პირველ თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.