თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა გამოაცხადა.

გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციული წესით 22 აპრილს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს.