რუსული "აზიმუტის" თვითმფრინავში, რომელიც 2 თებერვალს თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, გაუმართაობის სიგნალი ჩაირთო. 

მიუხედავად ამისა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში.

კომპანიის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის გაუმართაობაზეა საუბარი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში სულ უფრო და უფრო მეტი ინციდენტი ხდება თვითმფრინავის აღჭურვილობის შესახებ, ზოგიერთი დაკავშირებულია ძრავის გაუმართაობასთან.