"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა თათია აფრიამაშვილმა, რომელსაც 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

დღესვე 12-დღიანი პატიმრობიდან კიდევ ერთი აქტივისტი ლიკა ლორთქიფანიძე გათავისუფლდა.

17 მაისს კაფეში მყოფ "ქართული ოცნების“ დეპუტატთან მარიამ ლაშხთან აქტივისტები მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“, "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. მისი სარჩელის საფუძველზე თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.