კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

რეჟისორი მშობლების – ნატო ვაჩნაძის, ნიკოლოზ შენგელაიას და ძმის გიორგი შენგელაიას გვერდით დაკრძალეს.

ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში 4 აგვისტოს გარდაიცვალა.