გვინდა მივმართოთ ოპოზიციას, არ გაბედოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ პასუხს ჩვენგან, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განცხადებით, შემდეგი აქცია პარასკევს, 17:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება.

"ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან, მოგიწოდებთ ყველას -  შემოგვიერთდით, რათა დავიცვათ საქართველო. მოვუწოდებთ სტუდენტებს - შემოგვიერთდით, არ აქვს მნიშვნელობა არცერთ ქულას რუსულ ქვეყანაში ისე, როგორც თავისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობას არცერთ ქულას, თუ არ გვეცოდინება რა არის სოლიდარობა და ემპათია. 

ამ ქვეყნის ისტორია ერთი დიდი ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ახლა ჯერი ჩვენზეა და ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს. ირწმუნეთ თქვენი ძალების, არ დაუჯეროთ პროპაგანდას და შემოგვიერთდით, გამარჯვების დროშა ახლა ჩვენს ხელშია და არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ.

გვინდა მივმართოთ ოპოზიციასაც, არ გაბედოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ პასუხს ჩვენგან. ახლა უკომპრომისო ბრძოლის დროა და არა რეჟიმთან თანამშრომლობის", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ილის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

 


 

 

დილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მითხოვნაა, გათავისუფლდნენ დაკავებული სტუდენტები.