იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების მშობლები არიან შეკრებილი.
მათ ხელში უჭირავთ იმ მოსამართლეების სურათები, რომლებმაც მათი შვილების საქმეები განიხილეს და პატიმრობაში დატოვეს. 

მშობლების ინფორმაციით, დღეს მოსამართლეთა კონფერენცია იმართება. ისინი ე.წ. სირცხვილის კორიდორში ატარებენ სკოლის ტერიტორიაზე შემსვლელ ავტომობილებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან იმყოფება, აცხადებს, რომ მოსამართლეებს უნდა ეშინოდეთ, რადგან ისინი "რუსულ რეჟიმს ემსახურებიან და უსამართლობას ჩადიან".

"სწორია, რომ ეშინიათ მათ უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ ყველი წუთის, ყოველი დღის, იმიტომ რომ ისინი არიან გარდა რუსული რეჟიმს მსახურები, პერსონალურად არიან ბოროტმოქმედები და ჩადიან უსამართლობას. შესაბამისად, მათ მოუწევთ სულ გაგონება იმ სიმართლის ხმის, იმ პირების ხმის, რომელიც ამ ოჯახებს და მათ შვილებს აქვთ", - განაცხადა ხოშტარიამ.