საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთაშორისო დიქტატორის ბრძანებით, ისინი არიან ტერორისტები, მკვლელები, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს.

"მზიას ბოლომდე დავუჭერთ მხარს, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთაშორისო დიქტატორის ბრძანებით, ისინი არიან ტერორისტები, მკვლელები. გვინდა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია. ვითხოვთ მზიასა და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. 

წარმატების ერთადერთი გზა არის სოლიდარობა", - განაცხადა აფგან სადიგოვმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.