თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება. 

მსვლელობაში  სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პროტესტის დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

საქართველოს მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მეათე დღეა, მიმდინარეობს.