რა ქაჯობა და ამაზრზენი ხამობაა, როცა სტუდენტი შვილი, რომელმაც სტუდენტობა უნდა შეიგრძნოს, ზურგჩანთით იმოგზაუროს და სოციალური თანასწორობა ისწავლოს - ჯეტით ჩაგყავს უნივერსიტეტში, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

"ჩარტერული კომერციული რეისი NY დან პარიზამდე სადღაც 80 ათასი დოლარი ღირს. გააჩნია ჯეტს. თბილისამდე არ ვიცი. ალბათ უფრო ძვირი.

რა ქაჯობა და ამაზრზენი ხამობაა, როცა სტუდენტი შვილი, რომელმაც სტუდენტობა უნდა შეიგრძნოს, ზურგჩანთით იმოგზაუროს და სოციალური თანასწორობა ისწავლოს - ჯეტით ჩაგყავს უნივერსიტეტში.

კორუფციაზე და ღარიბი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს ამდენი ფული საიდან აქვს - ეგ გახდება ოდესმე ცნობილი", - წერს დეკანოიძე.