ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, რომელსაც იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან – სლოვენია, ვენესუელა და კაბო ვერდე.

წილისყრის შემდეგ 32 გუნდი 8 ჯგუფში ასე განაწილდა:

A ჯგუფი: ფილიპინები, იტალია, დომინიკის რესპუბლიკა, ანგოლა.

B ჯგუფი: სერბეთი, პუერტო რიკო, ჩინეთი, სამხრეთ სუდანი.

C ჯგუფი: აშშ, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, იორდანია.

D ჯგუფი: ლიეტუვა, მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე.

E ჯგუფი: ავსტრალია, იაპონია, გერმანია, ფინეთი.

F ჯგუფი: სლოვენია, ვენესუელა, საქართველო, კაბო ვერდე.

G ჯგუფი: ესპანეთი, ბრაზილია, ირანი, კოტ დივუარი.

H კგუფი: კანადა, საფრანგეთი, ლატვია, ლიბანი.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა უმასპინძლებს – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია.