უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 183 620 (+1 010) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.12.25-მდე: ტანკები – 11 404 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 692 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 969 (+25), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 563 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 253 (+0), თვითმფრინავები – 431 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 89 066 (+177), ფრთოსანი რაკეტები – 4 058 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 69 350 (+107), სპეციალური ტექნიკა – 4 019 (+0).