ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" ძალიან გაიხლართა თავის ახსნა-განმარტებებში, უკვე ერთმანეთის გამომრიცხავ ამბებს ჰყვებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლება უნდა ამბობდეს, რა არის გამოყენებული მომიტინგეების დასაშლელად.

"რა არის გამოყენებული, რა ნივთიერებაა, ამის თქმას რა უდგას წინ?! ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" ძალიან გაიხლართა თავის ახსნა-განმარტებებში, უკვე ერთმანეთის გამომრიცხავ ამბებს ჰყვებიან, რომელიც სრულიად აცდენილია ლოგიკას. როგორც ჩანს, მართლა უჭირთ. ასე რომ არ იყოს, ძალიან მარტივად იქნებოდა საქმე. რადგან რაღაცას მალავენ, ე.ი. დასამალია. ჯერ ერთი, რა აუცილებლობა იყო წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების გარევის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც საშინელი სიცივეები იყო და ხალხის დასაშლელად ცივი წყალი არ იყო საკმარისი?! მით უმეტეს, წიწაკის სპრეისაც უშვებდნენ, რომელსაც მძლავრი ეფექტი აქვს.

რაც შეეხება გამოძიებას, ღრმად ვარ დარწმუნებული, არანაირი ბ-ნი ბიძინი vs BBC არ იქნება", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.