"Megobari act" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ. "ნაციონალური მოძრაობაც" და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, "Megobari act-ის" გარდა სხვა მხარდაჭერებიც აქვს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან.

"Megobari act" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის შეფერხებები, რომელიც არსებობდა, კიდევ დამატებით რაღაც არგუმენტაციებს ელოდებიან კონკრეტული სენატორები, კონგრესმენები თუ ამერიკის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა ამ "მეგობარი აქტისა", რომელსაც რეალურად ჰქვია "მეგობარი აქტი", პირდაპირი განმარტება შეიძლება არ იყოს მეგობარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი და პარტნიორი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში. 

"ნაციონალური მოძრაობაც" და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია, დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურად იქნება ჩართული ყველა დოკუმენტის მიღებაში, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესსა და ქართველი ხალხის სურვილებს გაამყარებს",  - განაცხადა  გიორგი ბოტკოველმა.

ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობას და დემოკრატ მოკავშირეებს მოუწოდებს, გადაამოწმონ BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე.