ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც ოდესმე გახვეულა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, BBC-ის ფილმით ძალიან მყარი ეჭვი არის იმისა, რომ "ქართული ოცნება"  საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულში არის ეჭვმიტანილი. 

"ეს არის ყველაზე დიდი საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც ოდესმე გახვეულა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. სწორედ ამიტომ არის ასეთი ურთიერთგამომრიცხავი კონკრეტული ადამიანების განცხადებებიც, თან ერთ განცხადებაშიც ორი ან სამი განსხვავებული ნარატივია გავრცელებული კონკრეტული ადამიანების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩაიდინეს დანაშაული.  BBC-ის ფილმით ძალიან მყარი ეჭვი არის იმისა, რომ ისინი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.