ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა,  - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული მოქალაქეები.

"ევროკავშირი მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა.

ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს  სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება და ანგარიშვალდებული პირები მისცეს პასუხისგებაში", - განაცხადა კაია კალასმა.