რას ხარჯავს ქვეყანა სახელმწიფო სახსრებიდან, ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე და რა პროცენტი მიდის ჯანდაცვაზე, ამ ორ საკითხს როგორც კი ჩახედავ, იტყვი, ამ ქვეყნისთვის ჯანდაცვა არის თუ არა პრიორიტეტი, - ამის შესახებ ექიმმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ იმაზე მეტი ექიმია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება, რაც ხარისხსა და პროფესიონალიზმზე ახდენს გავლენას.

"ერთ-ერთი დიდი შეცდომა ის არის, რომ ექთნებს ვერ მივაქციეთ სათანადო ყურადღება და დღეს გვაქვს ძალიან ცუდი ბალანსი ექიმისა და ექთნის შეფარდებისა. თუ ეს საერთაშორისო და ოქროს ბალანსია, რომ ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს, დღეს გვაქვს რეალობა, რომ ექთანი უფრო ნაკლებია, ვიდრე ექიმი ქვეყანაში და ეს არის ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ქვეყანაში. ძალიან ბევრი ჩვენი წამყვანი ექთანი ტოვებს ქვეყანას.

რაც შეეხება ექიმს, რა თქმა უნდა, ექიმების დიდი რესურსი ყოველთვის გვქონდა ქვეყანაში. ამაზე მიუთითებს ის, რომ დღემდე უამრავი სასწავლებელია სამედიცინო სფეროსი, რაც შეეხება ხარისხს, ამაზე არ ვილაპარაკებ, ვერ დარეგულირდა ეს საკითხი, ნაწილობრივ დარეგულირდა. დღეს მაინც ძალიან ბევრი სასწავლებელია და არავითარი შორს ხედვა არ არის, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ადამიანური რესურსი - რამდენი ექიმით უნდა ჩაანაცვლონ, მოკლედ, ბევრია ექიმი ქვეყანაში, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება. ამავე დროს, ხშირია, როცა ერთი ექიმი დასაქმებულია სამ, ოთხ, ხუთ ადგილას, განსაკუთრებით რეგიონებშია პრობლემა, როგორც კრიტიკული სპეციალობის ექიმებისა, როგორიცაა რეანიმატოლოგები, ანესთეზიოლოგები - ეს ექიმები დღეში რამდენიმე ოპერაციას აკეთებენ, რაც ხარისხზე სერიოზულად მოქმედებს. ექიმი სულ უნდა სწავლობდეს, სულ უნდა ეცნობოდეს ახალს. თითქმის სამ წელიწადში ერთხელ ახლდება სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო მეთოდები.

პრევენცია და პერსონალიზებული მიდგომა გახლავთ ორი ბოძი და ამას კრავს დიგიტალური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს. თუ არ ვიზრუნეთ, რომ სწრაფი ტემპით განვვითარდეთ, ჩამოვრჩებით.

დღეს ხელოვნური ინტელექტი კარგი დიფერენციალური დიაგნოზის დასმაში ძალიან გეხმარება, ასევე იმაში, რომ მას შეუძლია ყველა შემთხვევა გააანალიზოს და აღწეროს და მოგცეს სწორი გზა, მაგრამ, საბოლოოდ, ხელოვნურ ინტელექტს უახლოესი ათი წელიწადი არ ექნება ერთი მთავარი, რაც ექიმის და პაციენტის ურთიერთობას აქვს - ეს არის ემპათია, იმიტომ, რომ ადამიანური ნაწილია, ურთიერთობა პაციენტსა და ექიმს შორის, სიტყვა ექიმის და პაციენტის ნდობა მედიცინაში არის ჰიპოკრატეს დროიდან მოყოლებული არის მთავარი.

რაც შეეხება ხარჯებს, რას ხარჯავს ქვეყანა სახელმწიფო სახსრებიდან, ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე და რა პროცენტი მიდის ჯანდაცვაზე, ამ ორ საკითხს როგორც კი ჩახედავ, იტყვი, ამ ქვეყნისთვის ჯანდაცვა არის თუ არა პრიორიტეტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.