თუ კაცები არიან, გამოვიდნენ და თქვან ჩვენ გავაკეთეთო, რომ სხვებზე არ გადავიდეს პასუხისმგებლობა. პროკურატურას კი მოვუწოდებ, ეს დუმილი დაარღვიეთ, ბატონებო და თქვით, რომ არიან, ან არ არიან ეს ადამიანები დამნაშავეები, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წამების დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს და ყველა აგებს პასუხს.

"ლევან ხაბეიშვილი, პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გამო, პოლიტიკური სიტყვის გამო არის ციხეში გამოკეტილი, ვერ ნახულობს ვერავის. ეს დაიჭირეს იმის გამო, რომ ლაპარაკობდა, ის მთავარი მწამებლები კი, რომლებმაც აწამეს, დღეს გადაადგილდებიან, არ არიან დაკავებულები, მაგრამ ყველამ იცოდეთ, ვერასოდეს გაექცევით პასუხისმგებლობას. ყველას მინდა ვუთხრა, თუ კაცები არიან, გამოვიდნენ და თქვან - ჩვენ გავაკეთეთო, რომ სხვებზე არ გადავიდეს პასუხისმგებლობა. პროკურატურას კი მოვუწოდებ, ეს დუმილი დაარღვიეთ, ბატონებო, და თქვით, რომ არიან, ან არ არიან ეს ადამიანები დამნაშავე, თუ ესენი არ არიან, მაშინ თქვით - ვინ არიან. მე დამნაშავეებს ვეტყვი, რომ მათ დანაშაულს - წამებას არ აქვს ხანდაზმულობა და ყველა აუცილებლად დაისჯება", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ის ადამიანები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეობდნენ.