მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა, აზერბაიჯანელი ფერმერებიდან, ბათუმის სოციალურად დაუცველებამდე, თბილისელი მძღოლებიდან უამრავ სხვა შევიწროებულ კატეგორიამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ჩემი სოლიდარობა მძღოლების და კურიერების აქციას! ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ ხალხის ჯარიმებით ტერორს.
ისე კი გამაკვირვა დღეს TV-თი ერთი მძღოლის ხვეწნა-ნარევმა ტონმა "ჩვენ გვერდზე ვუდგავართ სახელმწიფოს და ისიც ხო უნდა დაგვეხმაროსო".

სადღა გაქვთ სახელმწიფო? ეს ტერორის ინსტრუმენტია მხოლოდ, სადამდე უნდა უჩლიქოთ ამ ბანდას ენა? ხვეწნით არაფერი გამოდის, მხოლოდ იძულებაა ერთადერთი გზა!

მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა, აზერბაიჯანელი ფერმერებიდან, ბათუმის სოციალურად დაუცველებამდე, თბილისელი მძღოლებიდან უამრავ სხვა შევიწროებულ კატეგორიამდე. ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!" - წერს სააკაშვილი.