დღეიდან "რუსთავი 2"-ს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. 

მედიაჰოლდინგის გენერალურ დირექტორად საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე დაინიშნა, ბაკურ ბაკურაძე კი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება.

"დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, "რუსთავი 2" კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება", - წერს "რუსთავი 2".

ბაკურ ბაკურაძე "რუსთავი 2"-ის დირექტორი 2025 წლის ივლისში გახდა.