სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა და მსგავსი ტიპის მმართველობა ვერ იქნება, თუ ქვეყანაში კორუფცია არ არის, რადგან ოლიგარქია დგას კორუფციაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა და კორუფციის მკვლევარმა ბესო დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას ემატება ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური.

"სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა და მსგავსი ტიპის მმართველობა ვერ იქნება, თუ ქვეყანაში კორუფცია არ არის, რადგან ოლიგარქია დგას კორუფციაზე. ეს არ არის დამალული, ამას ამჩნევს ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა და ეს არის ევროკავშირის ქვეყნები.

ამას ემატება ასევე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, არ ესაუბრება მათ არავინ და შესაბამისად, ანგარიშები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ქვეყნდება, სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა, რადგან ის ადამიანები ხედავენ, როგორ იმართება ქვეყანა", - განაცხადა ბესო დონაძემ.