ჭიათურის თეატრის მსახიობი ლელა ვაჩნაძე კარის მეზობელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ფაქტი 3 კვირის წინ ვაზისუბნის დასახლებაში მოხდა.

ქალი ირწმუნება, რომ კედლის მეზობელი, რომელიც ასევე ოჯახის ნათელმირონია, სახლში აჰყვა და მასზე ძალადობა განახორციელა - კერძოდ მსახიობის მტკიცებით, კაცმა მას ძალით აკოცა, რის შემდეგადაც სკამიდან გადმოვარდა და გაითიშა. ქალის თქმით, დაზიანებული აქვს კუდუსუნის ძვალი.

მისი თქმით, ამ დროს სახლში მის ორ ვაჟს, ქმარს და 80 წლის მამას ეძინა.

ქალის მიერ ძალადობაში დადანაშაულებულ მამაკაცი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

"ერთად ამოვედით მე და ჩემი შვილი ღამით და შემოგვყვა სახლში. ახლო ოჯახები ვიყავით, ნათელმირონობა გვაკავშირებდა და არ გამიგდია. ვუთხარი, ნიკო ძალიან დაღლილი ვარ, დილიდან გამგეობაში ვიყავი, აქ ეს ჩხუბები, სახლში 4 კაცს ვუვლი და აღარ შემიძლია, უნდა დავწვე-თქო. მაგიდასთან ვიჯექი, დამავლო ხელი სკამიანად, მიმიჩოჩა, მებდღვნა ტუჩებში, კინაღამ გამგუდა. რა გითხრათ, კოცნას გააჩნია, ეს იყო არანორმალურის კოცნა, კინაღამ დავიხრჩვე. კარგა ხანს გრძელდებოდა, მარტო ფეხებს ვაფართხალებდი. ხმას ვერ ვიღებდი. როგორც კი დამთავრდა ეს პროცესი, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა, შეძლება შეეშინდა - არ გავგუდოო, მეთქი ნიკო რას აკეთებ, ახლავე წადი სახლში-თქო და ხომ გავიწიე და მეორედ მომიზიდა რესკად, სკამიანად მიზიდავდა და როგორც ჩანს სკამი ხელიდან გაუცურდა, იატაკზე აღმოვჩნდი და კუდუსუნის ძვალით დავვარდი.

მერე გავითიშე, 5 წუთი და რამდენი ზუსტად არ ვიცი, გათიშული ვეგდე იატაკზე და ღმერთო მიშველეს იძახოდა. 10 წუთის მერე გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, ასეთი ტკივილი ცოხვრებაში არ მქონია, შეეცადა ჩემს წამოყენებას, ნელა-ნელა წამომაყენა, მადლობა ღმერთს რომ გადარჩიო, მე მეგონა მოკვდიო, ასე მოკვდა ჩემი მეზობელიო", - ამბობს ქალი "ტვ პირველთან".