მას შემდეგ, რაც ვთქვით, რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტარჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო გზა არჩევნების ჩატარებისთვის.

"ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელეფონო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. მას შემდეგ, რაც ვთქვით, რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტარჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და კალანდარიშვილი დაიწერენ რამდენსაც უნდათ. დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან და განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო. აპლიკაცია უკვე შექმნილია - ერთი ამერიკაშია, ორი ევროპაში”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.