11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ზამთრის ტურისტული სეზონი და სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

14:00 საათზე - "სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: რუსეთიდან გასული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის შეთავაზება

საქართველოს პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

 

15:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გახსნის: ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და USAID/საქართველოს წარმომადგენელი ლიზა კოვაკი. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის, სასამართლოს, პროკურატურის, იურიდიული პროფესიისა და სამოქალაქო საზოგადოებისა წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი.

საკონტაქტო პირი: ქეთევან სულხანიშვილი - 555 45 10 01

 

19:00 საათზე - "მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), დანიური ორგანიზაციის - The WHY Foundation-ის (TWF) მხარდაჭერით, მართავს სანდენსის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი დოკუმენტური ფილმის - “ღმერთისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის” (ალტერნატიული სახელწოდება: “დურაკოვო- სულელების სოფელი”) ჩვენება-დისკუსიას. დისკუსიას ფილმის რეჟისორი ნინო კირთაძე გაუძღვება.

მისამართი: აბაშიძის ქუჩა N34, Terminal Abashidze

საკონტაქტო: 599437403; 598793155