"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, პირველი გაჩერება სტამბოლია. ეპიზოდის სტუმარი კი მწერალი სალომე ბენიძეა. 

საინტერესო ისტორიები, ჩაღრმავებული კითხვები, ახალი აღმოჩენები და თვითრეფლექსიების უსაზღვრო შესაძლებლობა - ეს გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

“წესი, საიმისოდ რომ არ გაჩერდე ასეთია - რომ... ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე... ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პერსონაჟს“, - სალომე ბენიძე. 

ეპიზოდის ნახვა მაყურებელს 14 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ Youtube არხზე შეეძლება.  

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან  ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.