მთავარი პრობლემა აქ არის ისევ და ისევ პოლიტიკური, თუ პოლიტიკური კრიზისიდან არ გამოვედით, ჩვენ ვერ ავიცილებთ ეკონომიკურ კრიზისს. ეკონომიკა და პოლიტიკა პირდაპირ არის დამოკიდებული ერთმანეთთან, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა რესან ქიქავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესს და ზოგადად ეკონომიკას მიმდინარე პროცესები უკან ხევს.

"ყოველდღიურად უკან გვწევს ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ამ პირობებში ჯერჯერობით ვერაფერს ვშვრებით. შესაძლოა, სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლებს სხვადასხვაგვარად ეხებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ და ვიცით, რომ რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, მით უფრო შეუძლებელი იქნება ყველაფრის იმ მასშტაბებით გაგრძელება, რაც დაგეგმილი გვქონდა. 

შეშფოთებით ვუყურებ იმას, რაც ხდება და ასევე დიდი იმედით, რომ ვიპოვით ყველა გამოსავალს ამ შექმნილი ვითარებიდან იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკან გვხევს. ჩემს უკან დგას 600 ადამიანი - თანამშრომლები და ოჯახის წევრები, რომლებიც დამოკიდებული არიან ამ შემოსავალზე. 

მთავარი პრობლემა აქ არის ისევ და ისევ პოლიტიკური, თუ პოლიტიკური კრიზისიდან არ გამოვედით, ჩვენ ვერ ავიცილებთ ეკონომიკურ კრიზისს. ეკონომიკა და პოლიტიკა პირდაპირ არის დამოკიდებული ერთმანეთთან", - განაცხადა რესან ქიქავამ "ფორმულას" ეთერში.