საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე, ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება.

ვორკშოპი “სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” ქალ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის მიზნები სწორად ჩამოაყალიბონ და მათ მისაღწევად ეფექტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.

ვორკშოპს ალექსი გიჯაშვილი, AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი გაუძღვება.

ღონისძიების ერთ-ერთი საკვანძო საკითხებია:

OKR-ებისა და KPI-ების მიზანი და მათი გამოყენება სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;

QBR მიდგომის არსი და მისი როლი ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაში.

ვორკშოპზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, დისკუსიაში ჩაერთონ და სპიკერთან ერთად სხვადასხვა ბიზნესქეისი განიხილონ.

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში შედგება.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.