საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ, პუტინს იშვიათად დაუცავს მისი დაპირებები და ძალაუფლების გასაზრდელად საზღვრების ცვლილებას ცდილობს.

"საკუთარი გადარჩენისთვის მან უნდა გააგრძელოს ჭამა, ის მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან. რუსეთი გახდა მუდმივი დესტაბილიზაციური ძალა და პოტენციური საფრთხე მრავალი ჩვენგანისთვის“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.

ამასთან, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ორი სახის უსაფრთხოების გარანტია – ძლიერი არმია კიევისთვის და ევროპული ჯარის მხარდაჭერა.

"მშვიდობა არ უნდა იყოს ნაჩქარევი და ზურგს უნდა უმაგრებდეს მტკიცე გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საწყის წერტილს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.