აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. 

მასკმა ტრამპს მადლობა გადაუხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვის შესაძლებლობა მისცა.

"რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დაგეგმილი დრო დასასრულს მიუახლოვდა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის. აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, – წერს ილონ მასკი.