Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფრინავდა, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ბორტგამყოლი და 2 პილოტი.

ავიაკატასტროფა ვალაბჰაი პეტელის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე მოხდა. თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე. ასევე, მგზავრებს შორის ერთი კანადელი და შვიდი პორტუგალიელია.