უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1001560 (+1220) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.06.25-მდე: ტანკები – 10934 (+1), ჯავშანტექნიკა – 22791 (+5), საარტილერიო სისტემები – 29105 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1416 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1184 (+0), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 40507 (+72), ფრთოსანი რაკეტები – 3337 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 51821 (+106), სპეციალური ტექნიკა – 3914 (+0).