ირანში, შაჰიდ რაჯაეს პორტში მასშტაბური ხანძრის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. დაშავებულთა რიცხვი 750-ს უახლოვდება.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკის მიხედვით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, დაშავებულია თითქმის 750 ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის 212 დაზარალებულს ამბულატორიული დახმარება გაეწია, დანარჩენები კი პროვინციის, მეზობელი ქალაქებისა და მეზობელი პროვინციების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ ბოლო საათებში ხანძარი გაძლიერდა და ახლომდებარე სატვირთო კონტეინერებზე გავრცელდა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რადგან შესაბამისი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქება პორტში ერთ-ერთი სატვირთო კონტეინერის გამო მოხდა.

26 აპრილს, ირანის სამხრეთით ერთ-ერთ პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები.