კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა.
სამართალდამცველების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
მანქანის მძღოლი დაკავებულია.
კანადის ქალაქ ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა.
სამართალდამცველების ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
მანქანის მძღოლი დაკავებულია.
1745765384
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მოხსენება წარადგინა და ბევრი მიმართულებით ვითარება კვლავ რთული რჩება - მხოლოდ დღის შუა პერიოდისთვის ფრონტზე უკრაინულ პოზიციებზე უკვე თითქმის 70 თავდასხმა იყო განხორციელებული, ბრძოლები და მტრის თავდასხმის მცდელობები გრძელდება."ბრძოლების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანის და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარება და რუსული არმიის რეალური აქტივობა ადასტურებს, რომ მსოფლიო მხრიდან რუსეთზე უკრაინაში ომის შესაჩერებლად არსებული ზეწოლა საკმარისი არ არის."მალე ორმოცდაათი დღე გავა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უარყო შეერთებული შტატების წინადადება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინამ ეს წინადადება 11 მარტს მიიღო. რეალური დიპლომატიისთვის მეტი შესაძლებლობების მისაცემად რუსეთზე უფრო ხელშესახები ზეწოლაა საჭირო. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს 26 აპრილს "კურსკის ოლქის განთავისუფლების ოპერაციის დასრულების" შესახებ მოახსენა.მისი თქმით, 26 აპრილს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს რეგიონში ბოლო დასახლებული ადგილი - უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელი გორნალი. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინვე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში სურვილებს რეალობად წარმოაჩენენ.გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე დაადასტურა, კურსკში ბრძოლები გრძელდება.
1745763550
"ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. ეს კვირა ნამდვილად მნიშვნელოვანი კვირა იქნება, რომლის დროსაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გვსურს თუ არა ამის გაგრძელება, თუ დროა, ყურადღება სხვა საკითხებზე გავამახვილოთ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელოვანია, თუ არა უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ეს მოხდეს“, - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-ს.მისივე თქმით, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ასევე არსებობს რეალისტობის საფუძველი."ახლოს ვართ, მაგრამ არა საკმარისად ახლოს“, - აღნიშნა რუბიომ.
1745763104
აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები. რეგიონში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები და ოფისები.ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.საბაჟოს წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, საშიში და ქიმიური მასალების საწყობში ხანძრის შედეგი იყო."ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, სარაკეტო საწვავის შემადგენელმა ნივთიერებამ გამოიწვია.
1745753100
ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემდგომი ვიზიტების დაგეგმვა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური კავშირების განვითარებას აღბენდ-ქალალას ხიდის გახსნის კონტექსტში, რომელიც ორმხრივი ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტი გახდება.მანამდე ირანის საელჩოში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება აზერბაიჯანულ-ირანული ბიზნესფორუმი, იგეგმება რიგი დოკუმენტების ხელმოწერა.წინასწარი ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შევა 120 ადამიანი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრები, ასევე ირანის ჩრდილო-დასავლეთის ოთხი პროვინციის გუბერნატორები.
1745751597
დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.ამასთან, როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა ჯერ არ განიხილება როგორც ტერაქტი.დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.ავტომობილი ვანკუვერის იმ რაიონში დაეჯახა ხალხს, სადაც ფილიპინური დღესასწაული იმართებოდა.
1745751238
მისი თქმით, სოფლის გამგებლებიც კი მოსახლეობის შანტაჟსა და მუქარაში არიან ჩართული, რომ მათ მაღაროებიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერონ ხელი.როგორც მიქაცაძემ აღნიშნა, ემუქრებიან მოშიმშილე 30 წლის ირაკლი ჯიქიძესაც კი, რომელსაც მშრალი შიმშილობის გამო უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს."ჭიათურა სოცკის მონურ უღელს არ დაიდგამს, კიდევ ერთხელ ვითხოვთ ყურადღებას, ეს შიმშილობაც ამიტომ არის, რომ ყურადღება მოგვაქციოს მთავრობამ, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ვალდებულია ყურადღება მოგვაქციოს.ამ მთავრობის იმედი უკვე ნაკლებად გვაქვს, მაგრამ პირდაპირ ვალდებულებას ვაკისრებთ, თუ მთავრობა არ ჩაერევა ამ შეთანხმებაში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად ორგანიზდება სხვადასხვა კერები საქართველოში და ეს არ იქნება ქვეყნისთვის კარგი. ბრძოლას ვაგრძელებთ, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და ამ ბრძოლას ჭიათურისთვის სასიკეთოდ გადავწყვეტთ. უნდა მთავრობას ჩვენთან ერთად მმართველობა? უნდა, რომ ჭიათურის პრობლემები მოგვარდეს? ჩვენ აქ ვართ, არ უნდათ? კარგად ბრძანდებოდნენ, ჭიათურა გააგრძელებს ბევრად უკეთესად და ვერც სოცკი და ვერც მსგავსი, ჭიათურაში ასეთი ფორმით ვერ შემოვა, გამორიცხულია.ყველა თანამდებობის პირი დღეს იმას ცდილობს, როგორ გააშავოს პროტესტი ჭიათურაში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველას უნდა, ჭიათურა არ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ერთადერთი ხალხის იმედი გვაქვს", - განაცხადა მიქაცაძემ.მისივე თქმით, პირველ მაისს ჭიათურაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება."ხვალ ჭიათურაში მასობრივი შიმშილობის აქცია იწყება, ასევე, ხვალ თბილისში გვექნება პრესკონფერენცია და ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. ხუთშაბათს, პირველ მაისს გვექნება გრანდიოზული აქცია ჭიათურაში და იქ კიდევ ბევრ სიახლეს გავაჟღერებთ", - განაცხადა მიქაცაძემ."ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს.
1745749124
"ვიმედოვნებ, რომ იქ (შეხვედრის დროს) განსაკუთრებული სული იყო, რაც შთააგონებს ახალ გადაწყვეტილებებსა და იდეებს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონეთისა და პოლონელების ინტერესებია. პოლონეთისა და პოლონელების ინტერესებშია, რომ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს. ეს ასევე მოგვცემს გარანტიას, რომ ჩვენ შეგვიძლია განვითარდეთ ნამდვილად მშვიდობიანად, თავდასხმების შიშის გარეშე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.26 აპრილს, ვატიკანში, რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, რომელიც 21 აპრილს გარდაიცვალა. ცერემონიაზე ათასობით მორწმუნე და დაახლოებით 50 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბა.ღონისძიების დროს ზელენსკი და ტრამპი პირადად შეხვდნენ - ეს მათი პირველი საუბარი იყო 28 თებერვალს თეთრ სახლში კამათის შემდეგ.უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბარს პროდუქტიული უწოდა.
1745747546
პოლკოვნიკ არჩიბალდ გრეისის წერილი ანონიმურმა მყიდველმა მოსალოდნელ ფასზე ხუთჯერ ძვირად შეიძინა.წერილი 1912 წლის 10 აპრილით თარიღდება, როდესაც გემი საუთჰემპტონის პორტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით გავიდა. მისი დაწერიდან ხუთ დღეში ხომალდი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. წერილს „წინასწარმეტყველურს“ უწოდებენ, რადგან მასში პოლკოვნიკი გრეისი წერს, რომ ელოდება თავისი მოგზაურობის დასრულებას გემის შეფასებამდე.პოლკოვნიკი გრეისი ერთ-ერთი გადარჩენილი იყო „ტიტანიკის“ ბორტზე მყოფი 2 200 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.არჩიბალდ გრეისი პირველი კლასის მგზავრი იყო. მან წერილი C51 კაიუტიდან დაწერა. წერილი გაიგზავნა, როდესაც ხომალდი 11 აპრილს ირლანდიის ქალაქ ქუინსთაუნში შევიდა. მასზე 12 აპრილით დათარიღებული ლონდონის შტამპია დატანილი.მოგვიანებით, პოლკოვნიკმა გრეისიმ წიგნი დაწერა, რომელშიც „ტიტანიკის“ ბორტზე მგზავრობისა და გადარჩენის ისტორია აღწერა. მან ოკეანეში გადატრიალებულ სამაშველო ნავზე ასვლა შეძლო.მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი კატასტროფას გადაურჩა, მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახა ჰიპოთერმია და ფიზიკური დაზიანებები. 1912 წლის 2 დეკემბერს ის კომაში ჩავარდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს
1744712894
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა"
1745583391
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. კაკლების დასახლებაში და მახათას მთაზე ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტები გამოავლინა
1744795006
"ჯერ არ შემოსულა და თითებს იქნევს, ცდილობს, რომ მონობას შეგვაჩვიოს, ხელისუფლებას ვეკითხები - რას აპირებთ"
1745400124
თინა ბოკუჩავა - შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში, "სუპერძალოვან მინისტრს” გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს
1744640126