რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აანონსებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამერიკელი სენატორი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს და მის გუნდს "მათი შრომისთვის, რომელიც მიმართულია უკრაინაში პუტინის ბარბაროსული შეჭრით გამოწვეული ომის ღირსეულად და სამართლიანად დასრულებისკენ".

"რაც შეეხება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომელიც მეორად ტარიფებს დააწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც შეიძენს რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს.

სენატი მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება ღირსეულ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას", - წერს სენატორი.