83 წლის ასაკში ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ტინა ტერნერი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

"ტინა ტერნერი, როკ'ნ როლის დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კუსნახტში [შვეიცარია] ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდასა და მისაბაძ მაგალითს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტინა ტერნეტის მუსიკალური კარიერა დაიწყო 1960-იან წლებში მეუღლესთან აიკ ტერნერთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984).

ტინა ტერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად.

მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.