თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს.

მიზეზად ლევიტი შვილებისთვის მეტი დროის დათმობას ასახელებს და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისდამი გამოჩენილი "განსაკუთრებული ნდობისთვის" მადლობას უხდის.

"სიმართლე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, თეთრ სახლში დაბრუნების დღიდან ვგრძნობდი, რომ ვერ ვიქნებოდი ისეთი კარგი დედა, როგორსაც ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი იმსახურებს, რადგან თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობა მუდმივ დროს, ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საბოლოოდ მივიღე ეს ტკბილ-მწარე გადაწყვეტილება, დავტოვო თეთრი სახლი და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო“, – წერს ლევიტი.

თეთრი სახლის პრესსპიკერი თანამდებობას ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ლევიტს ამ თანამდებობაზე.