ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთში ავარიული დაშვება განხორციელდა. პილოტები ნავიგაციის გარეშე დარჩნენ რუსული სისტემების სავარაუდო ჩარევის გამო, რამაც GPS-ის მუშაობა შეაფერხა, - ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის ჩარევის გამო, GPS ნავიგაციის სერვისები გაითიშა, აეროპორტის გარშემო ერთსაათიანი წრის შემდეგ, პილოტმა გადაწყვიტა, ქაღალდის რუკების გამოყენებით დაშვებულიყო.

ფონ დერ ლაიენი ვარშავიდან პლოვდივში მიფრინავდა, რათა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედროდა.

The Guardian-ის ცნობით, ევროკომისიის პრესმდივანმა ინციდენტი დაადასტურა.

"ეს ინციდენტი ნამდვილად ხაზს უსვამს იმ მისიის აქტუალურობას, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც წინა ხაზზე არიან“, - აღნიშნა მან.