ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. 

აფეთქება ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში მოხდა. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა და დაზიანდა სახურავები, განადგურებულია ავტომობილები. რეგიონში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები და ოფისები.

ირანული მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც საშიში ტვირთები და ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.

საბაჟოს წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, საშიში და ქიმიური მასალების საწყობში ხანძრის შედეგი იყო.

"ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, სარაკეტო საწვავის შემადგენელმა ნივთიერებამ გამოიწვია.