მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში "ლელო" არის ის პარტია, რომელიც ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აჩვენებს, რომ არანაირი თანხმობა ოპოზიციას შორის არ არსებობს.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში "ლელო" არის ის პარტია, რომელიც ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. 

ეს ცუდია იმიტომ, რომ აჩვენებს, რომ არანაირი თანხმობა ოპოზიციას შორის არ არსებობს. აქ უნდა დავსვათ კითხვა - პროტესტის გაძლიერებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რას მისცემს, მისცემს ეს რამეს იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგანან?! პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს რას მისცემს ეს მაშინ, როდესაც 50 პოლიტიკური პატიმარი გვყავს და პოლიტიკოსებს ყოველდღე იჭერენ.  

ძალიან მარტივი კითხვა მექნებოდა იმ ადამიანებთან, ვინც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ - ამიხსნან და დამარწმუნონ, რა არის ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობა, რაც ამ პროტესტს გარეთ გააძლიერებს და მაშინ ჩვენც ვიფიქრებთ. დაგვარწმუნონ, რომ თვითონ არიან მართლები, მაგრამ რეალურად, იციან თვითონ, იმიტომ შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომ იქ ადგილზე თავიანთი პარტიული რაღაცები შეინარჩუნონ. სხვის გამოცდილებაზე მაინც უნდა ისწავლო", - განაცხადა ანა წითლიძემ.