ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპა და ამერიკა ძალიან ერთიანები არიან ამ საკითხში.

"ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ“, – წერს გერმანიის კანცლერი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართა.