თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საჭიროა სასწრაფოდ გადაწყვეტილებების მიღება.

"ჩვენთვის, ევროკავშირისთვის თბილისიდან მტკიცე ნებისყოფის და SOS ნიშანია. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა. სასწრაფოდ საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო. დღეს მას გედევან ფოფხაძე შეუერთდა.