„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნეს, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები წირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ეს ნაბიჯი უნდა აღქმულ იქნეს მათ შორის საპროტესტო ელექტორატის და სხვა აქტორების მიერ, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ელენე ხოშტარიამ გუშინ შიმშილობა დაიწყო, დღეს კი მას გედევან ფოფხაძე შეუერთდა.