უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს სამშობლოში დღეს, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 28 ივნისს, 17:30 საათზე, ტერმინალ ლასარეში უკრაინაში დაღუპულ გმირს - ვანო ნადირაძეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი დახვდებიან და პატივს მიაგებენ.

ვანო ნადირაძე უკრაინაში 22 ივნისს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.