უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 012 500 (+1010) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.06.25-მდე: ტანკები – 10 965 (+1), ჯავშანტექნიკა – 22 872 (+5), საარტილერიო სისტემები – 29 490 (+58), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1423 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1188 (+0), თვითმფრინავები – 416 (+0), ვერტმფრენები – 337 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 41 717 (+138) , ფრთოსანი რაკეტები – 3 376 (+7).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 52 861 (+127), სპეციალური ტექნიკა – 3920 (+0).

გუშინ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი კომბინირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს. დარტყმის მთავარი სამიზნე კიევი და კიევის რეგიონი იყო.

მათ ჯერ მასიური თავდასხმა განახორციელეს „შაჰედებით“, შემდეგ ბალისტიკური დარტყმები და შეტევის ბოლოს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა.

ბოლო მონაცემებით, კიევში 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა.